Wednesday, October 21, 2009

ქილა,რომელმაც შეძრა ევროპა

1.პროექტის სახელი:ქილა,რომელმაც შეძრა ევროპა.
2.პროექტის მოკლე აღწერა: პროფესორმა პიტერ მიშემბრუკმა ქალაქ ლეიდენიდან შექმნა პირველი კონდენსატორი,რომელმაც თანამედროვე ტექნიკის განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულა....
3.პროექტის სრული აღწერა: 1745 წელს ვერსალის ბრწყინვალე სასახლის დარბაზში ერთი მეტად საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარდა.ამ ექსპერიმენტს ჰოლანდიის ქალაქ ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ მიშენბრუკი ხელმძღვანელობდა.
მას ხელში ეჭირა უცნაური ქილა,რომელიც შემდგომ "ლეიდენის ქილის" სახელით გახდა ცნობილი.ეს იყო პირველი კონდენსატორი, რომლითაც მიშენბრუკმა მუხტის შეგროვება შეძლო. ელექტრული მუხტი კი მუშენბრუკმა ოტო გერიკეს "ელექტრული მანქანით" მოიპოვა და ამ გზით ქილაში დიდი რაოდენობის მუხტი მოაგროვა.
ეს იყო საჯარო ექსპერიმენტი,რომელსაც თვით საფრანგეთის მეფე ადევნებდა თვალს.ექსპერიმენტში მონაწილეობდა სამეფო კარის ას ოთხმოცი ხელიხელჩაკიდებული გვარდიელი, რომლებიც წრეზე იყვნენ განლაგებულნი.გვარდიელები წრედს კრავენ, ას ოთხმოცივე გვარდიელს მოულოდნელობისაგან და ტკივილისაგან ყვირილი აღმოხდა. ყველა მათგანმა
ელექტრული დარტყმა მიიღო.
ეს იყო ექსპერიმენტი, რომელმაც დაამტკიცა რომ ადამიანი დენის კარგი გამტარია და რომ მიმდევრობითი შეერთების დროს ყველა გამტარში ერთიდაიგივე
სიდიდის დენი გადის.
საფრანგეთის მეფისთვის უფრო საინტერესო ადამიანზე დენის ზემოქმედების შედეგი იყო;როგორც ცნობილია ადამიანში დენის გავლა კუნთების შეკუმშვას იწვევს რაც ძალინ მტკივნეულია.....
4.მონაწილეთა ასაკი: x კლასი
5.ვადა/ ხანგრძლივობა: პროექტი გრძელვადიანია.
6.პროექტის მიზანია: ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა ტიპის ხელსაწყოების შექმნა-განვითარებაზე. მათი გავლენა საზოგადოების განვითარებაზე და გარემოზე.
7. მოსალოდნელი შედეგები: მეტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა; მარტივი
სათამაშოების გაკეთება,რომლებშიც კონდენსატორები იქნება გამოყენებული.
8.სარგებელი სხვებისათვის:ინფორმაციია გაცვლა-გაცნობა.
9.სამუშაო ენა: ქართული.
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: თანამშრომლობა 177-ე საჯ.სკოლა
11.პროექტის ფასილიტატორი: ნონა სვანიშვილი
12. ელ.ფოსტა:SVANISHVILI.NONA@GMAIL.COM
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: WWW.SVANISHVILI NONA.BLOGSPOT.COM